Accentnews.ge
ევროპაში გაზის ფასი ბოლო 17 თვის მინიმუმამდე დაეცა

ევროპაში გაზის ფასი ბოლო 17 თვის მინიმუმამდე დაეცა

17/02/2023 14:55:20 ევროპა

ევროპაში გაზის ფასი მეგავატ/საათზე 50 ევრომდე (დაახლოებით $550 ათას კუბურ მეტრზე) დაეცა. ეს არის ყველაზე დაბალი ფასი ბოლო 17 თვის განმავლობაში, წერს Bloomberg.

2022 წლის ზაფხულთან შედარებით, როდესაც ფასებმა რეკორდულად იმატა, გაზის ღირებულება თითქმის 80%-ით შემცირდა. მაშინ ფასის მატება რუსეთის მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდების შემცირებამ განაპირობა.

ანალიტიკოსების აზრით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი იკლებს, თუმცა ფასების შემდგომი შემცირება ნაკლებად სავარაუდოა. ზამთრის დასრულებასთან ერთად გაიზრდება მოთხოვნა გაზზე, რადგან ის გახდება ენერგიის უფრო ეკონომიური წყარო.

მოთხოვნა იზრდება სხვა ქვეყნებშიც – ინდოეთიდან ჩინეთამდე. ფასები ასევე შეიძლება, გაიზარდოს, თუ ცივი ამინდი გაგრძელდება ზამთრის ბოლომდე ან თუ ელექტროენერგიასთან დაკავშირებით შეიქმნება პრობლემები.

იანვარში რუსეთის შემოსავლები ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46%-ით შემცირდა, –ადრე იტყობინებოდა რუსეთის ფინანსთა სამინისტრო.

Reuters-ის შეფასებით, 2022 წელს რუსული გაზის მიწოდება ევროპაში წინა წელთან შედარებით თითქმის 46%-ით შემცირდა და 2000 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია. უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა ევროკავშირის რიგ ქვეყნებს გაზის მიწოდება შეუჩერა, დანარჩენებმა კი თავად უარი თქვეს რუსულ გაზზე. ასევე, ექსპორტის შემცირებაზე გავლენა იქონია Nord Stream-ზე მომხდარმა ავარიამაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S