
ლატვია მთვრალი მძღოლებისთვის ჩამორთმეულ მანნქანებს უკრაინას გადასცემს
17/02/2023 15:12:04 ევროპა
ლატვიის სეიმმა მიიღო ცვლილებები კანონში უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლებისთვის ჩამორთმეული მანქანების უკრაინის მთავრობის საკუთრებაში გადაცემის საშუალებას იძლევა, – წერს Delfi.
„ახლა ჩვენ შეგვიძლია, მთვრალი მძღოლებისთვის ჩამორთმეული მანქანები გავყიდოთ, გადავცეთ გადასამუშავებლად ან სათადარიგო ნაწილებისთვის, მაგრამ ვხედავთ, რომ დღევანდელ პირობებში ეს სასარგებლო მხარდაჭერა იქნება უკრაინის ხალხისთვის“, - განაცხადა თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომისიის თავმჯდომარემ რაიმონდ ბერგმანისმა.
ავტომობილების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას თითოეულ შემთხვევაში ქვეყნის მინისტრთა კაბინეტი მიიღებს.
2022 წლის ნოემბერში ლატვიაში ამოქმედდა კანონი, რომელიც ავტომობილების ჩამორთმევის საშუალებას იძლევა ნარკოტიკული საშუალებების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირებისთვის.