
უკრაინაში რუს პროპაგანდისტს ხუთი წელი მიუსაჯეს
17/02/2023 15:46:06 ევროპა
უკრაინის სასამართლომ რუსი ჟურნალისტი ანტონ კრასოვსკი დაუსწრებლად განუსაზღვრა საპატიმრო სასჯელი უკრაინელების გენოციდის მოწოდებისთვის. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.
„გასული თებერვლიდან ის საჯაროდ უჭერს მხარს რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრას, ამართლებს დანაშაულებებს და მოუწოდებს უკრაინელი ხალხის გენოციდისკენ. რუსმა პროპაგანდისტმა თავისი თეზისები გაავრცელა RT-ზე (რუსული ტელეარხი), ასევე კონტროლირებად ტელეგრამ–არხებზე“,– იუწყება უსაფრთხოების სამსახური.
უსაფრთხოების სამსახურის მიერ შეგროვებული მტკიცებულებებისა და ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე, სასამართლომ კრასოვსკი დამნაშავედ ცნო უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: საჯარო მოწოდებები კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი ცვლილების ან დამხობის ან სახელმწიფოს ხელისუფლების ხელში ჩაგდების შესახებ, ჩადენილი მედიის გამოყენებით; გენოციდისკენ საჯარო მოწოდებები.
სასამართლომ პროპაგანდისტს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქონების კონფისკაციით. ეს არის მაქსიმალური ვადა ორივე სტატიისთვის.
გასული წლის 20 ოქტომბერს კრასოვსკი პირდაპირ ეთერში გამოვიდა რუსულენოვანი უკრაინელი ბავშვების დახოცვის წინადადებით, თუ ისინი თვლიან, რომ უკრაინა რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ”დავახრჩოთ ეს ბავშვები”, - თქვა პროპაგანდისტმა და განაგრძო, „ეს ჩვენი მეთოდია... მდინარეში გადავყაროთ“
კრასოვსკი არის ევროკავშირის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში, როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამტარი.