Accentnews.ge
იალოვიცი: "არ უნდა მოელოდეთ, რომ რუსებს ასიამოვნებთ და ისინი ამას დაინახავენ"

იალოვიცი: "არ უნდა მოელოდეთ, რომ რუსებს ასიამოვნებთ და ისინი ამას დაინახავენ"

17/02/2023 16:09:59 პოლიტიკა

საქართველოსა და ბელარუსში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა კენეტ იალოვიციმ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართულ–რუსულ ურთიერთობებზე ისაუბრა და "ქართულ ოცნებას" მიმართა გაფრთხილებით, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ რუსებმა შეიძლება, გასცენ დაპირებები, თქვან რაღაცები, მაგრამ საბოლოოდ მათი ნდობა არ შეიძლება. რუსეთს ჰქონდა ომი საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, კვლავ ოკუპირებული აქვს აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველოს სხვა ტერიტორიებიც მათ მიღმა. გადადგა მან ნაბიჯები სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ? არა! მათ მხოლოდ ერთი რამ იციან – ძალის გამოყენება! ეს გაკვეთილია „ქართული ოცნებისთვის“. თქვენ არ უნდა მოელოდეთ, რომ რუსებს ასიამოვნებთ და ისინი ამას დაინახავენ. თუკი შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი ისევე ცუდად მოგექცევიან, როგორც ყველა დანარჩენს“, - აცხადებს კენეტ იალოვიცი.

მისი ხედვით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მოლდოვაში მიმდინარე მოვლენებიც მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომ რუსეთის ნდობა და მასთან კარგი ურთიერთობის ქონა სასიკეთოდ მაინც არ მთავრდება.

„ვფიქრობ, იმის გასაგებად, თუ რის გაკეთებას ცდილობენ რუსები მოლდოვაში, უნდა დავაკვირდეთ უფრო ფართო პერსპექტივას, როგორც მაგალითად, ისინი ახლა საქართველოს სთავაზობენ პირდაპირი ფრენების აღდგენას, მიანიშნებენ იმაზეც, რომ 3+3-ის ფორმატის მოლაპარაკებებით დაწყება სურთ, რომ შესაძლებელია იყოს ამისთვის სივრცე, რაზეც საქართველო აქამდე უარს ამბობდა. ისინი ცდილობენ, გამოვიდნენ იმ დიპლომატიური იზოლაციიდან, რომელშიც თავი ჩაიგდეს ამ სასტიკი და არაცივილური ომის გამო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყეს“, - აცხადებს იალოვიცი.

იხილეთ ასევე: რუსეთი კვლავ აქცენტირებს საქართველოსთვის არასაჭირო ფორმატზე: ვის ინტერესშია "3+3" ომის ფონზე

13 თებერვალს მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რუსეთი მოლდოვის მთავრობის დამხობის მიზნით, გადატრიალების დაგეგმვაში დაადანაშაულა. ამ გეგმაში კი მისი თქმით, მონაწილეობას რუსეთის, მონტენეგროს, ბელარუსისა და სერბეთის მოქალაქეები იღებდნენ. სანდუს განმარტებით, რუსეთის გეგმის მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლა და მისი სტრატეგიული მდებარეობის უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოყენება იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S