Accentnews.ge
შემდეგი რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს - მაკრონი

შემდეგი რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს - მაკრონი

17/02/2023 16:25:08 ევროპა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. ამიტომ, მისი აზრით, უკრაინის არმიას დასავლეთის გაძლიერებული მხარდაჭერა სჭირდება.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად, რათა მან შეძლოს კონტრშეტევა გამარჯვებისთვის და დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი. ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა მომდევნო რამდენიმე თვესა და კვირაში, რადგან ეს დრო გადამწყვეტი იქნება. ჩვენ უნდა ვიყოთ ურყევნი“, - განაცხადა მან კონფერენციაზე.

პოლიტიკოსის თქმით, უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება და შესაძლებლობა დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა უზრუნველყოს გრძელვადიანი მშვიდობა იმ პირობებით, რომლებსაც კიევი თავად განსაზღვრავს.

მისი ხედვით, დიალოგის დრო ჯერ არ დამგარა:

„როდესაც ეს კონფლიქტი დაიწყო, ჩვენ ერთიანობა და სოლიდარობა გამოვავლინეთ, აქტიურად ვმოქმედებდით და ვცდილობდით დიალოგისთვის ხელი შეგვეწყო იქ, სადაც შესაძლებელი იყო. მაგრამ ამ მომენტისთვის დიალოგის დრო ჯერ არ დადგა, ვინაიდან რუსეთი ომს ირჩევს, ომის ესკალაციას ირჩევს. რუსეთმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები და სამხედრო დანაშაულების ჩადენა არჩია”.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ ევროპული ომია, არამედ ომი, რომელიც მთელ მსოფლიოს ეხება და რომ „ამ აგრესიას გამართლება არ აქვს”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S