Accentnews.ge
"გარწმუნებთ, იოლი გასეირნება ნამდვილად არ იქნება": უკრაინის საჰაერო ძალები საზღვრებთან რუსული თვითმფრინავების გადასროლის შესახებ

"გარწმუნებთ, იოლი გასეირნება ნამდვილად არ იქნება": უკრაინის საჰაერო ძალები საზღვრებთან რუსული თვითმფრინავების გადასროლის შესახებ

17/02/2023 19:58:45 ევროპა

რუსეთის მიერ საზღვართან ავიაციის დაგროვების შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში გამოეხმაურნენ.

„ჩვენც მაშინვე ვნახეთ (Financial Times–ის სტატია), ცოტა არ იყოს, გაგვიკვირდა, რომ ასეთი ინფორმაცია ქვეყნდებოდა. შესაძლოა, ეს სათაურის ოდნავ არაკორექტულად წარმოდგენის საკითხია. შეუძლებელია ავიაციის საზღვრამდე გაყვანა - ეს არ არის ტანკი, არტილერია, ქვეითი საბრძოლო მანქანა და პერსონალი. ეს არის ავიაცია, რომელიც უნდა იყოს სადღაც - აეროდრომებზე. როგორც გამოიყვანეს, ასე ვთქვათ, ომის დასაწყისში, ისე დარჩა. ეს არის ასობით თვითმფრინავი და ვერტმფრენი. აგრესიის დასაწყისში იყო 750, ახლა, ამოცანების მიხედვით, ეს მაჩვენებელი შეიძლება, შეიცვალოს ამა თუ იმ მიმართულებით. ნათელია, რომ რუსეთი გააგრძელებს ამ აეროდრომების გამოყენებას. ეს არის დაახლოებით 40 აეროდრომი: ოკუპირებულ ყირიმში, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე ბელარუსსა და რუსეთში“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესმდივანმა იური იგნატმა.

მისი თქმით, რუსეთის აეროდრომებზე ცვლილებები მუდმივად ხდება, თვითმფრინავები მუდმივად დაფრინავენ.

„ისე რომ დაგროვება შეინიშნება ზუსტად საზღვრებთან, ეს ნაკლებად მოსალოდნელია. პირიქით, მათ გადაანაწილეს თვითმფრინავები, განსაკუთრებით „აფეთქების ხმების“ შემდეგ, რაც იყო რიაზანში, ენგელსში. ისინი ცდილობენ, ავიაცია რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გადაანაწილონ, რათა მსგავსი სემთხვევებისას ტექნიკის დაზიანება თავიდან აიცილონ“,– განმარტა მან.

იგნატმა გაიხსენა, რომ 10 თვეზე მეტია, რუსული თვითმფრინავები არ შეფრენილან უკრაინის საჰაერო სივრცეში, როგორც ეს მოხდა სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში.

”და მაშინაც კი - შემოჭრის დასაწყისში - არავინ იბრძოდა თვითმფრინავების ლაშქართან ... როგორც წესი, ახლა ისინი იბრძვიან საავიაციო დანაყოფებთან. მაქსიმუმ 12 თვითმფრინავის გამოყენება შესაძლებელია ერთი მიმართულებით ზუსტი იარაღით დარტყმების განსახორციელებლად და ა.შ. ეს არ არის მეორე მსოფლიო ომი, ამიტომ აქ რაღაც განსაკუთრებულს არ ველით. საჰაერო ძალები დღეს ასევე შეიარაღებულია თანამედროვე დასავლური ტექნოლოგიით, როგორიცაა IRIS-T, NASAMS, ისევე როგორც მრავალი ტიპის MANPADS და სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის სისტემები, როგორიცაა ფრანგული Crotale ან გერმანული Gepard. ამიტომ, აქ იოლი გასეირნება ნამდვილად არ იქნება, ამაში შემიძლია, დაგარწმუნოთ. ნაკლებად სავარაუდოა, რუსებმა გაბედონ ჩვენს საჰაერო სივრცეში ფრენა“, - განაცხადა სპიკერმა.

ერთი დღით ადრე, გამოცემა «Важные истории» რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსი სამხედროები აპირებენ, მასიურად გამოიყენონ ავიაცია უკრაინის ომში.

„ადრე ისინი ავიაციას უფრთხილდებოდნენ. ისინი თითქმის არასოდეს გაფრენილან უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოქმედების ზონაში. ახლა ტაქტიკის შეცვლა გადავწყვიტეთ“, - განაცხადა ჟურნალისტების თანამოსაუბრემ.

Financial Times დასავლურ დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან საბრძოლო თვითმფრინავებს აგროვებს ახალი შეტევის მცდელობის მხარდასაჭერად.

მათი თქმით, რუსეთის სახმელეთო ძალები გამოიფიტნენ, ამიტომ, რუსეთმა შეიძლება ავიაცია გამოიყენოს:

„ახლა რუსული სამხედრო ავიაციის დაახლოებით 80% შეიძლება, ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. ველით, რომ ისინი ემზადებიან საჰაერო კამპანიის დასაწყებად და ამიტომ ცდილობენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მწყობრიდან გამოყვანას“, - განაცხადა ნატოს მაღალჩინოსანმა.

თუმცა, ბრიტანული დაზვერვა ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები ახლა ემზადებიან სწრაფი გაფართოებული საჰაერო კამპანიისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S