18-02-2023 22:46:35 კავკასია
ჩვენ - სომხეთსა და აზერბაიჯანს უკვე სამშვიდობო შეთანხმება გვაქვს და იმედია, ეს მალე იქნება რატიფიცირებული, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
მან ასევე, ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიაზე და მის გავლენებზე რეგიონში.
„[ომს] უშუალო ეფექტი ჩვენზე არ ჰქონია, მაგრამ გეოპოლიტიკური სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა და ალბათ, იმ მოცემულობას ვეღარ დავუბრუნდებით, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე იყო, მაგრამ გარკვეულ ნაკლოვანებებს ვხედავთ სავაჭრო მიმართულებით, პარტნიორთან ურთიერთობების მიმართულებებით. უპირატესობებიც არის, განსაკუთრებით, დაკავშირებადობის პროექტების თვალსაზრისით, აზერბაიჯანმა ინვესტიცია განახორციელა თანამედროვე ლოჯისტიკურ ცენტრებში და ინფრასტრუქტურაში. ახლა, სატვირთო მიმართულების აქცენტები კეთდება აზერბაიჯანიდან ევროპაში და ეს დამატებით შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ 2 წელზე მეტია, რაც კონფლიქტი დამთავრდა, ჩვენ ვიცით რა არის ომი ჩვენივე ტერიტორიაზე, რამხელა ტკივილი შეუძლია მოიტანოს, ხალხს რამდენად მიაყენოს ტკივილი. ამიტომ, ჩვენ გვინდა მშვიდობა დამყარდეს ევრაზიულ რეგიონში და მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს იმის საჭიროება აქვთ, აჩვენონ რომ მდგომარეობა გარდაიქმნა და ეს ურთიერთსიძულვილი დაძლეული იქნება. ჩვენ უკვე სამშვიდობო შეთანხმება გვაქვს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, იმედია, ეს მალე იქნება რატიფიცირებული. ეს არის სერიოზული ისტორიული გზა უთანხმოების შემდეგ, თუ როგორ შეიძლება დავსხდეთ და ეს მტრული დამოკიდებულება დავძლიოთ“, - განაცხადა ალიევმა.