
ესპანური მედია - მადრიდში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს
20/02/2023 05:37:47 სამართალი, მსოფლიო
ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მადრიდში დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა, - იუწყება ესპანური მედია.
დაკავებულებს ქვეყანაში მინიმუმ, 14 სახლის გაძარცვას ედავებიან.
მედიის ცნობით, ოპერაციის ფარგლებში სახლებში შვიდი ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სამკაულები, ძვირფასი ქვები, მობილური ტელეფონები, ელექტრონული პლანშეტები, ლეპტოპები, ძვირადღირებული ტანსაცმელი და აქსესუარები, მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა ნივთები.
ესპანური მედიის ინფორმაციით, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და არ არის გამორიცხული, კრიმინალური ორგანიზაციის სხვა წევრებიც დააკავონ.