
გაერო-ში აშშ-ის ელჩი - ჩინეთი "წითელ ხაზს" გადაკვეთს, თუ რუსეთს ლეტალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს
20/02/2023 05:44:07 მსოფლიო
გაერო-ში აშშ-ის ელჩ ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, ჩინეთი "წითელ ხაზს“ გადაკვეთს, თუ ის რუსეთს ლეტალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს.
”ჩვენ მივესალმებით ჩინეთის განცხადებას, რომ მათ მშვიდობა სურთ, მაგრამ ჩვენ ასევე მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ თუ ჩინელები ან სხვები იფიქრებენ, ან ეცდებიან უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ თავდასხმაში რუსებს ლეტალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ, ეს "წითელი ხაზი" იქნება“, - განაცხადა ელჩმა.
მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის ომში მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით, ჩინეთი რუსეთისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას განიხილავს.