
ზელენსკი - ემანუელ მაკრონი ამაოდ კარგავს დროს რუსეთთან დიალოგზე
20/02/2023 06:50:36 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან დიალოგის დამყარების მცდელობაში დროს ამაოდ კარგავს.
პრეზიდენტ ზელენსკის იტალიური გამოცემა Corriere della Sera-ის ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, ეთანხმება თუ არა ის მაკრონის პოზიციას, რომ „რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ დაინგრეს“ და რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგი ღიად უნდა დარჩეს.
“ეს იქნება უსარგებლო დიალოგი, ფაქტობრივად, მაკრონი დროს ამაოდ კარგავს. მე მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენ არ გვაქვს ძალა, შევცვალოთ რუსეთის პოზიცია“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.