Accentnews.ge
საქსტატი – იანვარში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო

საქსტატი – იანვარში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო

20/02/2023 07:49:39 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოდან უცხოეთში 459 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, მათ შორის ყველაზე მეტი - $87.8 მილიონის ექსპორტი რუსეთის ფედერაციის ბაზარზე განხორციელდა.

საექსპორტო პარტნიორო ქვეყნების რეიტინგი ასე ნაწილდება:

1. რუსეთი - $87.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 105%

2. სომხეთი - $69.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 235%

3. აზერბაიჯანი - $51.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%

4. ყაზახეთი - $32.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 433%

5. ჩინეთი - $31.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%

6. თურქეთი - $31.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%

7. ბულგარეთი - $25.7 მილიონი, კლება წინა წელთან -48%

8. ესპანეთი - $19.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 332%

9. პერუ - $17 მილიონი, ზრდა წინა წელთან 461%

10. ყირგიზეთი - $16.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1,031%.

შესაბამისად, საქსტატის მონაცემებით ევროკავშირზე ექსპორტის 16% მოდიოდა, ხოლო დსთ-ზე 60%, სხვა ქვეყნებზე - 24%.

რაც შეეხება უშუალოდ რუსეთში ექსპორტზე გატანილ საქონელს, მათ შორის პირველ ადგილზეა ფეროშენადნობები $45.3 მლნ; ღვინოები - $11 მლნ, მსუბუქი ავტომობილები - $7 მილიონი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S