
საქსტატი - 2023 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 29.1%–ით გაიზარდა
20/02/2023 07:54:47 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 461.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29.1 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 459.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 38.5 პროცენტით, ხოლო იმპორტი 1 002.8 მლნ. აშშ დოლარს – ზრდა 25.2 პროცენტია. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარში, 543.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 37.2 პროცენტია.
ამასთან, საქსტატი ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან რუსეთი – 263.6 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 196.1 მლნ. აშშ დოლარითა და აზერბაიჯანი – 120.4 მლნ. აშშ დოლარით.