Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი სავარაუდოდ, 24 თებერვლისთვის გამოაცხადებს, რომ ბახმუტი აიღო

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი სავარაუდოდ, 24 თებერვლისთვის გამოაცხადებს, რომ ბახმუტი აიღო

20/02/2023 08:08:54 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავის მოახლოებასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებზე პოლიტიკური ზეწოლა იზრდება და მიუხედავად იმისა, როგორი იქნება რეალური სიტუაცია, რუსეთი დიდი ალბათობით, ამ თარიღისთვის გამოაცხადებს, რომ ბახმუტი აიღო.

უწყების შეფასებით, თუ საგაზაფხულო შეტევა რუსეთს არაფერს მოუტანს, ხელისუფლების შიგნით დაძაბულობა გაიზრდება.

დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში განაგრძობს შეტევას უგლედარის, კრემენნაიას და ბახმუტის მიმართულებებით და განსაკუთრებით დიდი დანაკარგი აქვს ბახმუტსა და უგლედარში.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, რუსეთის საზღვაო ქვეითთა „ელიტურ“, 155-ე და მე-40 ბრიგადებს ძალიან დიდი დანაკარგი ჰქონდათ უგლედართან. ამ ინფორმაციას თებერვლის შუა რიცხვებში ადასტურებდნენ პრორუსული წყაროებიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S