Accentnews.ge
მთავრობის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებაა

მთავრობის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებაა

05/11/2019 07:30:34 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

მთავრობის საპარლამენტო მდივნად, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირი დაინიშნა.

2017 წლიდან 2019 წლის სექტემბრამდე, ბექა დოჭვირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას, მანამდე კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა. ასევე, 2015- 2016 წლებში, ბექა დოჭვირი ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე იყო, მანამდე კი 2013 წლის აპრილიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატში მუშაობდა.

2009-2013 წლებში იგი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი იყო.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნად ბექა დოჭვირმა ნათია მიქელაძე ჩაანაცვლა. მთავრობის პრეს–სამსახურში ჯერჯერობით არ განმარტავენ, რამ განაპირობა ცვლილება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S