Accentnews.ge
თავდაცვის მინისტრი ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურს შეხვდა

05/11/2019 08:24:50 სხვა, თავდაცვა, რეკლამა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურს,  გენერალ-ლეიტენანტ  კრისტოფერ კავოლის უმასპინძლა.  ირაკლი ღარიბაშვილმა  თავდაცვის  სფეროში საქართველოს მთავარ  სტრატეგიულ  პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა  ხაზგასმით აღნიშნა და ამერიკულ მხარეს  ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების პროცესში გაწეული  დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP)  მიმდინარეობას, რომელიც აშშ-ის ევროპის სარდლობის ჩართულობითა და მხარდაჭერით წარმატებით ხორციელდება. 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუციაზეც  იმსჯელეს. ამერიკელმა გენერალმა ყურადღება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და მომზადების მაღალ დონეზე გაამახვილა.

  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S