
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის პირი, მათ შორის მოზარდები დააკავეს
05/11/2019 10:20:33 სხვა, სამართალი
აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის რვა ადამიანი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, საზღვრის გადაკვეთას ისინი 3 ნოემბერს, 00:20 საათზე, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სადიქლის“ სამსახურებრივ ტერიტორიაზე ცდილობდნენ.
დაკავებულთა შორის ხუთი არასრულწლოვანია, ყველაზე უფროსი კი, 1999 წელს არის დაბადებული.