Accentnews.ge
როგორ აღიქვამენ რუსეთში საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკას

როგორ აღიქვამენ რუსეთში საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკას

21/02/2023 09:36:44 კომენტარი

ვხედავ, რომ საქართველო პოლიტიკურად გაცილებით ახლოსაა რუსეთთან, ვიდრე ყაზახეთი, მით უფრო, რომ ყაზახეთს მარცხნივ ჩინეთი ჰყავს მხარდაჭერად,– ამბობს ცნობილი რუსი ჟურნალისტი ალექსეი ვენედიქტოვი.

მას რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი ნაწილების – აფხაზეთისა და ცხინვალის შესაძლო მიერთებაზე და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკაზე ჰკითხეს.

„როგორც მესმის, მათ [კრემლს – რედ.] უნდათ საქართველოსთან გარკვეული ურთიერთობის შენარჩუნება. ამას ვხედავთ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებით, ბევრი ცნობილი პროტესტანტის საქართველოს ტერიტორიაზე არშეშვებით... ვფიქრობ, ეს საქართველოს პოლიტიკაა. ახლახანს საფრანგეთში ვიმყოფებოდი და საგარეო საქმეთა სამინისტროში კითხვები დავსვი: “საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის მოქალაქეა, ის საფრანგეთი ელჩი იყო საქართველოში, გაქვთ კომუნიკაცია?“, მიპასუხეს, „რა თქმა უნდა, ვინარჩუნებთ კონტაქტს, გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას ამ პოლიტიკის თაობაზე და სააკაშვილთან დაკავშირებით... ისინი ამას უყურებენ, მაგრამ სუვერენული ქვეყანაა და სავარაუდოდ, მეტად არის ორიენტირებული რუსეთზე. მათი აზრით, უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველო დაისაჯოს მისი ტერიტორიების რუსების მიერ შეერთებით“. ანუ, ამგვარი ვითარებაა: თითქოს დამოუკიდებელი ქვეყანა, მაგრამ რუსეთის ნაწილი“,– აღნიშნა ვენედიქტოვმა და ამ კონტექსტში 2022 წლის 24 თებერვლამდე კრემლის დამოკიდებულება გაიხსენა უკრაინის სეპარატისტული რეგიონებისადმი:

„რას ამბობდა გასულ წელს პუტინი დონეცკსა და ლუგანსკზე? „ეს უკრაინის ტერიტორიებიაო!“. მინსკის შეთანხმებაშიც იგივე ეწერა. რუსეთი არათუ პრეტენზიას აცხადებდა ამ ტერიტორიებზე, მათ დამოუკიდებლობასაც არ აღიარებდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ 3 რეფერენდუმი ჩატარდა. ეს ხდებოდა რვა წლის განმავლობაში. ამდენად, ვფიქრობ, რომ ამჟამინდელ ვითარებაში ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, ვინაიდან აღარ ითვალისწინებენ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების და სხვა ქვეყნების დამოკიდებულებას. შეიძლება „ჩაყლაპონ“, შეიძლება – არა – არც ერთი არ გამაკვირვებს და არც მეორე. ვფიქრობ, იქ გაცილებით რთული თამაში მიმდინარეობს“.

მანამდე სხვადასხვა რანგის რუსი პოლიტიკოსების მხრიდან პროპაგანდისტული გზავნილების თანხლებით საქართველოს თემის გააქტიურების, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქების მნიშვნელობას რუსული მედია შემდეგნაირად განმარტავდა:

„ოფიციალური თბილისისთვის ასეთი სიგნალების [ფრენის განახლება და სავიზო რეჟიმის გაუქმება] გაგზავნით მოსკოვი სავარაუდოდ, ახდენს საქართველოს ხელისუფლების წახალისებას რუსეთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებით ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებისთვის. იგულისხმება, კერძოდ, დისტანცირება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისგან და ხელისუფლების მხრიდან გახმაურებული მუქარა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ იმ ქართველებისთვის, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ დონბასში დაღუპული 33 ქართველის ჰეროიზაციაზე უარის თქმა; ასევე გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული სანქციების არდაწესების შესახებ (საქართველო შეუერთდა მხოლოდ დასავლეთის მიერ დაწესებულ საფინანსო სანქციებს); ასევე ზოგიერთი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის საქართველოში არშეშვება“, - წერდა რუსული გამოცემა „კომერსანტი“.

ამ ფონზე კი საქართველო, რომელსაც წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 წინაპირობა უნდა შეესრულებინა, მუშაობს მაგალითად, „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღებაზე, რომელიც ცალსახად ნეგატიურად ფასდება ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და რომელმაც შესაძლოა, ხსენებული 12 წინაპირობის აქტუალობა, შესაბამისად, ისტორიული შანსი დღის წესრიგიდან მოხსნას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S