Accentnews.ge
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ყოფილი ქმრისგან ძალადობას ადასტურებს

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ყოფილი ქმრისგან ძალადობას ადასტურებს

05/11/2019 10:34:39 სხვა, სამართალი

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯომარე, დეპუტატი სოფო კილაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მის ყოფილ მეუღლეს ფსიქოლოგიური ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -სთვის მიცემულ კომენტარში მან განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო დაახლოებით 2 კვირის წინსამართალდამცავებს მიმართა. საქმეზე სასამართლომ იმსჯელა და მოძალადეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. მოძალადეს დეპუტატთან 1 თვის განმავლობაში მიახლოება და კომუნიკაცია ეკრძალება.

"დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ მაგალითი, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი, მათ შორის პარლამენტის წევრი, შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. ამასთანავე, მე ვუფრთხილდები გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, მათ ჯანმრთელობას, ჩემს არასრულწლოვან შვილს, მის საუკეთესო ინტრესს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“,- განუცხადა სოფიო კილაძემ „რუსთავი 2“-ს.

მანამდე სოციალურ ქსელში ვრცელებოდა ინფორმაცია, რომ დეპუტატს ქალს ქმარმა სცემა.

„ფიზიკურ ძალადობას არ ვადასტურებ, არ ვიცი საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, თუ აქვთ ნანახი შემაკავებელი ორდერი, იქ იყო მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობა“,- უთხრა სოფო კილაძემ „რუსთავი 2“-ს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S