
ყვარელში ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა
05/11/2019 13:53:53 სხვა, სამართალი
ყვარელში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. „მერსედერსის“ მარკის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილები 17, 21 და 22 წლის ახალგაზრდები არიან.
რაც შეეხება მძიმე მდგომარეობაში მყოფ დაშავებულს, რომელიც მანქანას მართავდა, ის 19 წლისაა.