Accentnews.ge
ცირდავა: ანაკლიის პორტის მშენებლობით თურქული კომპანია დაინტერესდა

ცირდავა: ანაკლიის პორტის მშენებლობით თურქული კომპანია დაინტერესდა

21/02/2023 13:33:03 ეკონომიკა

ანაკლიის პორტის მშენებლობით თურქული კომპანია დაინტერესდა.

ამის შესახებ "აქცენტს" აზიისა და გალფის ქვეყნების ბიზნეს საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ განუცხადა,

"უმსხვილესი თურქული ჰოლდინგი, რომელსაც პორტებთან დაკავშირებით დიდი სამუშაო გამოცდიელბა გააჩნია, ანაკლიის პორტის მშენებლობით არის დაინეტერსებული. ისინი ამ დრომდე ჩატარებულ კვლევებს ეცნობოდნენ. ახლა ველოდებით სახელმწიფო სტრუქტურებისგან მეტი ინფორმაციის გაჟღერებას, ამ ეტაპზე კომპანიის დასახელებისგან თავს ვიკავებთ. ერთი შემიძლია გითხრათ, თურქული ჰოლდინგური კომპანია წარმოდგენილია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: პორტის მართვა და მასთან დაკავშირებული ლოჯისტიკა, მშენებლობა სხვადასხვა სფეროში, სოფლის მეურნების განხრით ტექნიკის წარმოება, მეტალურგია, ქაღალდის და შაქრის წარმოება, სამხედრო ტექნიკა და სხვა მიმართულებებიც. ის ფართოდ არის წარმოდგენილი და ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგური კომპანიაა თურქეთში.", - განუცხადა "აქცენტს" ცირდავამ.

ცნობისთვის: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, - ეს გადაწყვეტილება მიიღო უწყებათაშორისმა კომისიამ, რომლის სხდომაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 20 თებერვალს გაიმართა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე თვეში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, პროექტის საუკეთესო ინვესტორს გამოავლენს. პარალელურად, სახელმწიფო განაახლებს არსებულ საინჟინრო/გარემოსდაცვით კვლევებს და პორტისთვის საჭირო გარკვეულ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.

"ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი. ეს იქნება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატი, რომლის ფარგლებში, ერთობლივი კომპანია უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სახსრების მოზიდვას, ასევე, ბოლომდე მიიყვანს პორტის სამშენებლო სამუშაოებს და დაიწყებს ოპერირებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს მიეცემათ 3 - თვიანი ვადა განაცხადების შემოსატანად. წარმოდგენილ წინადადებათა შეფასების შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული, ან რამდენიმე საუკეთესო კანდიდატი, რომლებთანაც დაიწყება მოლაპარაკებები კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე. გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო საორიენტაციო ვადას დაახლოებით 12 თვე წარმოადგენს.

სხდომის დასასრულს, უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა მოიწონეს განზრახულობათა შესახებ განაცხადი, რომელიც წარმოადგენს დოკუმენტაციას პირველ ეტაპზე პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევად, რაც აისახა კომისიის სხდომის ოქმში", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S