Accentnews.ge
რუსეთის მოქალაქე 2022 წელს საქართველოში ჩადენილ 314 დანაშაულში ფიგურირებს - გომელაური

რუსეთის მოქალაქე 2022 წელს საქართველოში ჩადენილ 314 დანაშაულში ფიგურირებს - გომელაური

21/02/2023 16:43:58 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ ქვეყანაში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების შემოსვლით კრიმინალის კუთხით საფრთხე არ გაზრდილა. ასე უპასუხა მან "მინისტრის საათის" ფარგლებში მმართველი პარტიის დეპუტატის კითხვას.

"ქართული ოცნების" დეპუტატი დაინტერესდა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან საფრთხეებიდან.

"სტატისტიკას გეტყვით: ომის დაწყებიდან 2022 წელში მთლიანად რომ ავიღოთ, 0,5 პროცენტია მთლიან სტატისტიკასთან, რიცხოვნობით არის 246 რუსეთის მოქალაქე, 314 დანაშაულზე დაიწყო დევნა. ბელარუსის 16 მოქალაქეზე 18 საქმეზე დაიწყო... ასე რომ საფრთხეს, კრიმინალის გაზრდის საფრთხე არ გვაქვს...

ის, რომ წელს რაღაც გაიზარდა... გაიზარდა 2020-თან და 2021 წელთან შედარებით. თუმცა, 2018 და 2019 წლებში ბევრად მეტი, 200-300 ათასით მეტი იყო, ვიდრე 2022 წელს. ეს არის ფაქტბი. ეს არის სტატისტიკა. წელს, 2023 წელს თითქმის 137 ათასი და გასულია 150 913. ანუ 13 934 ადამიანით მეტი გავიდა წელს, რაც შემოვიდა პირველი იანვრიდან", - თქვა მინისტრმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში რუსეთიდან 869 874 ადამიანი შემოვიდა და 809 873 გავიდა. ამ მონაცემების მიხედვით, გასულ წელს რუსეთიდან შემოსული 60 ათასი რჩებოდა ქვეყანაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S