Accentnews.ge
უკრაინაში ბელარუსის КГБ -ს აგენტს 10 წელი მიესაჯა რუსეთის მხარეს ბრძოლისთვის

უკრაინაში ბელარუსის КГБ -ს აგენტს 10 წელი მიესაჯა რუსეთის მხარეს ბრძოლისთვის

21/02/2023 19:49:07 ევროპა

ბელარუსის მოქალაქეს უკრაინაში ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რუსეთის მხარეს ბრძოლისთვის.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მსჯავრდებული, მინსკის ოლქის მკვიდრი, 2020 წლის დეკემბერში ჩაირიცხა ბელარუსის КГБ -ს მე-2 ანტიტერორისტულ განყოფილებაში დაზვერვის ოფიცრად. რუსეთის სრულმასშტაბიანი შემჭრის დაწყების შემდეგ, კაცმა, მიიღო დავალება, „შეეგროვებინა დასავლური შეიარაღების ნიმუშები, რომელთაც უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფებ იღებდნენ დასავლელი პარტნიორებისგან".

„დავალების მიხედვით მას უცხოელი მებრძოლის საფარქვეშ უნდა ემოქმედა და შეგროვებული სადაზვერვო ინფორმაცია მესინჯერის საშუალებით გადაეცა მინსკისთვის. ამისათვის იგი გასულ ზაფხულს მივიდა რუსული კერძო სამხედრო კომპანიის საწვრთნელ ბანაკში, გაიარა ოპერატიული და საბრძოლო მომზადება რუსული სპეცსამსახურების პერსონალის ხელმძღვანელობით, შემდეგ გადაიყვანეს აღმოსავლეთ ფრონტზე საოკუპაციო ჯგუფის შემადგენლობაში“, - აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.

უწყების ცნობი, ის იბრძოდა ხარკოვისა და კრამატორსკის მიმართულებით „რედუტ“–ის შემადგენლობაში. გასული წლის სექტემბერში იგი ტყვედ აიყვანეს უკრაინელმა სამხედროებმა როგორც რიგითი დაქირავებული, თუმცა შემდეგ უკრაინის „სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა გაარკვიეს მისი ვინაობა და მისგან მიიღეს ინფორმაცია დასახული ამოცანების შესახებ“.

კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ბელარუს მაქსიმ ზეზიულჩიკს, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა, თავისუფლების ათი წლით აღკვეთა მიუსაჯა.

„რედუტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან აფილირებული კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2018 წელს და იღებს მოხალისეებს უკრაინასთან ომში მონაწილეობისთვის.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრამდე „რედუტი“ გამოიყენებოდა Stroytransgaz-ის ობიექტების დასაცავად სირიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S