
ზელენსკიმ გაერო-ში უკრაინული "მშვიდობის ფორმულის" კენჭისყრის თარიღი დაასახელა
21/02/2023 21:16:23 ევროპა
გაეროს გენერალურ ასამბლეაში უკრაინის "მშვიდობის ფორმულის" შესახებ რეზოლუციას 23 თებერვალს უყრიან კენჭს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენს „მშვიდობის ფორმულას“ უკვე უამრავმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი და ველოდებით მხარდაჭერას 23-შიც, როცა იქნება გაეროს შეხვედრა და კენჭისყრა შესაბამის რეზოლუციაზე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ერთიანი პოზიცია“, - განაცხადა ზელენსკიმ ჩინეთის „სამშვიდობო გეგმის“ კომენტირებისას.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინა წელს დაძრავს ორ რეზოლუციას გაეროს გენერალური ასამბლეაზე - „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელების და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღების გამო.
ზელენსკიმ 2022 წლის შემოდგომაზე G20-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას წარადგინა 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც მათ შორის მოიცავს უსაფრთხოებას, უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანას, სურსათს, ენერგეტიკას.