
დააკავეს ქართველი მძღოლი, რომელსაც საბერძნეთში 41 მიგრანტი, მათ შორის ბავშვები გადაჰყავდა
05/11/2019 12:06:05 სხვა, სამართალი, მსოფლიო
საბერძნეთში ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების შეყვანის ბრალდებით ქართველი მამაკაცი დააკავეს. პოლიციის ცნობით, მას მანქანა-მაცივრით 41 სირიელი და ირანელი არალეგალი, მათ შორის 6 მოზარდი გადაჰყავდა.
მედია წერს, რომ მანქანა საბერძნეთში თურქეთიდან შევიდა. 8 მიგრანტი სუნთქვითი პრობლემებით საავადმყოფოში ჰადაიყვანეს.
როგორც მედია წერს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქართველების მიერ საბერძნეთში არალეგალების გადაყვანის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.