
გერმანია ირანელ დიპლომატებს აძევებს
22/02/2023 11:40:31 ევროპა
გერმანიისა და ირანის მოქალაქის ჯამშიდ შარმაჰდისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის საპასუხოდ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის საელჩოს ორი თანამშრომელი არასასურველად პერსონებად გამოაცხადა. მათ "რაც შეიძლება მალე“ უნდა დატოვონ გერმანია.
ამასთან, გერმანიაში ირანის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში დაიბარეს.
„მას აცნობეს, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით გერმანიის მოქალაქის უფლებების მასობრივ დარღვევას“, - განაცხადა გერმანელმა მინისტრმა და დასძინა, „ჩვენ მოვუწოდებთ ირანს, გააუქმოს ჯამშიდ შარმაჰდის სასიკვდილო განაჩენი და მისცეს მას სამართლიანი და სათანადო გასაჩივრების უფლება“.
მანამდე მინისტრმა განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯა "გამოიწვევს მკაფიო რეაქციას".
ირანის სასამართლომ ტერორიზმის ბრალდებით 67 წლის მამაკაცს სიკვდილით დასჯა განუსაზღვრა. შარმაჰდი 2020 წლის აგვისტოში დააკავეს. ოჯახის ინფორმაციით, გერმანიისა და ირანის მოქალაქე, რომელიც ცოტა ხნის წინ აშშ-ში ცხოვრობდა, ირანის სპეცსამსახურებმა დუბაიში გასვლისას გაიტაცეს და ირანში წაიყვანეს. მისი სასამართლო პროცესები 2022 წლის თებერვალში დაიწყო.