Accentnews.ge
დუდა ვარშავაში სანდუს შეხვდა მოლდოვის უსაფრთხოებაზე სასაუბროდ

დუდა ვარშავაში სანდუს შეხვდა მოლდოვის უსაფრთხოებაზე სასაუბროდ

22/02/2023 12:12:20 ევროპა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მოლდოველ კოლეგა მაია სანდუსთან განიხილა უსაფრთხოების საკითხები ვარშავაში.

"საუბრის თემებს შორის არის უსაფრთხოების საკითხები. პოლონეთი მხარს უჭერს მოლდოვას ევროპულ და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანებისკენ სწრაფვას", - ნათქვამია პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მანამდე იუწყებოდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გააუქმა 11 წლის წინანდელი ბრძანებულება, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგ თეზისს – „რუსეთი გააგრძელებს დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების გზების აქტიურ ძიებას მოლდოვის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნეიტრალური სტატუსის პატივისცემაზე დაყრდნობით“.

ვარშავაში ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ ბაიდენი ბუქარესტის ცხრა ქვეყნის ლიდერებს შეხვდება.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესეანმა დაადასტურა, რომ მოლდოვის ხელისუფლებისთვის ცნობილია მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის რამდენიმე სცენარი.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს, მეორე ფრონტის გახსნას დნესტრისპირეთში და შეიძლება, გამოიყენოს კიშინიოვის აეროპორტი ჯარების გადასაყვანად მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ.

მან დაარწმუნა, რომ უკრაინა მზად იქნება, დაეხმაროს მოლდოვის ხელისუფლებას კრიზისულ ვითარებაში, თუ ასეთი მოთხოვნა იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S