Accentnews.ge
განადგურებულ რუსული ტანკებს ომის წლისთავზე NATO–ს ოთხ ქვეყანაში გამოფენენ

განადგურებულ რუსული ტანკებს ომის წლისთავზე NATO–ს ოთხ ქვეყანაში გამოფენენ

22/02/2023 12:25:30 ევროპა

უკრაინაში განადგურებული ოთხი რუსული ტანკი ევროპაში გადაიყვანეს, სადაც მათ ექსპონატებად გამოფენენ სრულმასშტაბიანი ომის წლისთავზე,– იუწყება უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი.

ტანკებს გამოფენენ ოთხ ქვეყანაში.

"დღეს საღამოს ოთხი რუსული ტანკი "შეიჭრა" ევროკავშირსა და ნატოში. მაგრამ, როგორც ამბობენ, არის ნიუანსი უკრაინელი ჯარისკაცების წყალობით. 24 თებერვალს ოთხი ქვეყნის - გერმანიის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეები დაინახავენ, რუსულ ტანკებს ევროპაში უკრაინის გავლით მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატების სახით შეუძლიათ შეღწევა“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

მან გაიხსენა, რომ პირველი მსგავსი გამოფენები 2022 წელს შედგა პოლონეთსა და ჩეხეთში:

”ეს ასევე უნდა იყოს სიგნალი რუსებისთვის. ევროპაში ყურადღებით დააკვირდებიან მათ ნამდვილ სახეს. რაც ადრე იწვევდა ტოტალურ შიშს, ახლა უფრო და უფრო მეტ ზიზღს იწვევს. უფრო მეტი ევროპელი დარწმუნდება, რომ ბრძოლის ველზე რუსეთზე გამარჯვება შესაძლებელია და უნდა გაიმარჯვო. და სჯობს, ეს უკრაინაში გააკეთონ, რათა შემდეგ მტრის შეჩერება საკუთარ სახლთან არ მოუწიოთ“.

მან ასევე აღნიშნა, რომ პირველი დასავლური ტანკები გაწვრთნილ უკრაინელ სამხედროებთან ერთად მალე ჩავლენ უკრაინაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S