Accentnews.ge
იდენტიფიცირებულია ბუჩაში ჩადენილ დანაშაულებში მონაწილე 91 რუსი სამხედრო

იდენტიფიცირებულია ბუჩაში ჩადენილ დანაშაულებში მონაწილე 91 რუსი სამხედრო

22/02/2023 13:31:31 ევროპა

უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევის ოლქში, ბუჩაში ჩადენილი დანაშაულების მონაწილე 91 რუსი ჯარისკაცის იდენტიფიცირება შეძლეს,– ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპაციის დროს რუსულმა არმიამ ოლქში 9000-ზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, დაიღუპა 1700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან დაახლოებით 700 – ბუჩაში.

მუშაობა გრძელდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

უკრაინის ხელისუფლების, მრავალი ჟურნალისტური გამოძიების, ასევე ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორიცაა გაერო და ეუთო, მონაცემებით, თებერვალ-მარტში – რუსეთის ოკუპაციის დროს ბუჩაში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დოკუმენტირებულია სამოქალაქო პირების რუსი სამხედროების მიერ მკვლელობის ფაქტები. მოსკოვი ამას უარყოფს.

ამ დროისთვის უკრაინაში დაფიქსირებულია მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის ათობით შემთხვევა. გასული წლის მარტში, უკრაინის არმიის მიერ ბუჩასა და ირპინის განთავისუფლების შემდეგ აღმოენილმა სურათმა მსოფლიო შეძრა – იპოვეს 700–ზე მეტი ცხედარი, მათ შორის ქალაქის ქუჩები, სარდაფებში, სადარბაზოებში, ფარეხებში. ცხედრებს წამების და ცეცხლსასროლი იარაღით კეფის არეში მიყენებული ჭრილობებიც აღენიშნებოდათ. ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული. იმავე თვეში მარიუპოლის დრამატულ თეატრზე რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა დაახლოებით 300 ადამიანი. 50 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა აპრილში კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 48 - ივლისში ქალაქ ჩასოვ იარში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის შენობის დაბომბვის შემდეგ, იმავე თვეში 27 ადამიანი დაიღუპა ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგი. აგვისტოში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში, ჩაპლინოს სარკინიგზო სადგურზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც 25 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ოქტომბერში 30-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S