Accentnews.ge
ჯო ბაიდენი მაია სანდუს შეხვდა

ჯო ბაიდენი მაია სანდუს შეხვდა

22/02/2023 15:23:10 ევროპა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდა.

მოლდოვური მედიის ცნობით, პრეზიდენტებმა მოლდოვისთვის უკრაინის ომის შედეგები განიხილეს.

მაია სანდუმ აშშ-ის ლიდერს მიაწოდა ინფორმაცია მოლდოვის ხელისუფლების ძალისხმევის შესახებ, ქვეყანაში მშვიდობისა და საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად. მან ასევე ბაიდენი მოლდოვაში მიიწვია.

„პრეზიდენტ ბაიდენს გადავეცი, რომ მოლდოველებს სურთ, დარჩნენ თავისუფალი მსოფლიოს ნაწილად, იცხოვრონ უსაფრთხოდ და მიაღწიონ თავიანთ ოცნებას, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს. მადლობა გადავუხადე მას მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც აშშ ახორციელებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული ცვლილებებისთვის“, – განაცხადა მაია სანდუმ.

მოლდოვის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენს იმ დახმარებისთვის, რომელიც აშშ-ის მთავრობამ მოლდოვას ბოლო ერთი წლის განმავლობაში ენერგეტიკულ კრიზისთან გასამკლავებლად აღმოუჩინა:

„ამან საშუალება მოგვცა, გადაგვეხადა კომპენსაცია მცირე შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის, რათა ისინი უფრო ადვილად გაუმკლავდნენ ენერგომატარებლებზე მზარდ ფასებს. ჩვენ კვლავ გვაქვს აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერის იმედი ჩვენს ძალისხმევაში, მოვახდინოთ ენერგიის წყაროების დივერსიფიცირება და გავაძლიეროთ ენერგეტიკული უსაფრთხოება“.

მანამდე იუწყებოდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გააუქმა 11 წლის წინანდელი ბრძანებულება, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგ თეზისს – „რუსეთი გააგრძელებს დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების გზების აქტიურ ძიებას მოლდოვის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნეიტრალური სტატუსის პატივისცემაზე დაყრდნობით“.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესეანმა დაადასტურა, რომ მოლდოვის ხელისუფლებისთვის ცნობილია მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის რამდენიმე სცენარი.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს, მეორე ფრონტის გახსნას დნესტრისპირეთში და შეიძლება, გამოიყენოს კიშინიოვის აეროპორტი ჯარების გადასაყვანად მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ.

მან დაარწმუნა, რომ უკრაინა მზად იქნება, დაეხმაროს მოლდოვის ხელისუფლებას კრიზისულ ვითარებაში, თუ ასეთი მოთხოვნა იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S