Accentnews.ge
უკრაინის პორტებში 300-ზე მეტი უცხოელი მეზღვაურია ჩარჩენილი

უკრაინის პორტებში 300-ზე მეტი უცხოელი მეზღვაურია ჩარჩენილი

22/02/2023 15:42:25 ევროპა

საერთაშორისო გადამზიდავმა კომპანიებმა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს თხოვნით მიმართეს, დაეხმარონ სხვადასხვა ქვეყნის 300-ზე მეტი მეზღვაურის ევაკუაციაში, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პორტებში ჩარჩნენ. ამის შესახებ The Guardian იტყობინება.

ერთი წლის წინ, რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყების დროს 112 უცხოური სავაჭრო გემი იმყოფებოდა უკრაინის პორტებში – აზოვისა და შავ ზღვებში. ბორტზე ეკიპაჟის დაახლოებით 2000 წევრი იმყოფებოდა. მათი უმრავლესობა ევაკუირებულ იქნა. თუმცა, 62 ხომალდი ბლოკირებულია უკრაინის ცხრა პორტში, მათ შორის რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფში, როგორიცაა მარიუპოლი. იქ რჩება 331 ადამიანი. მათ შორის არიან უკრაინის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

გაეროს გენმდივნისადმი მიწერილ წერილს 30-ზე მეტი გადამზიდავი კომპანიისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. მათ შორისაა საერთაშორისო გადაზიდვების პალატა (ISC), რომელიც არეგულირებს მსოფლიოს საზღვაო ვაჭრობის 80%-ზე მეტს. წერილში ხაზგასმულია, რომ ომის დროს გემებზე მეზღვაურების სიცოცხლე მუდმივად რისკის ქვეშაა, რადგან პორტები შეიძლება, დაბომბვის მთავარი სამიზნე გახდეს.

მარცვლეულის გარიგების ფარგლებში ტვირთის გადაზიდვა ნებადართულია უკრაინის სამი პორტიდან: ოდესა, ჩორნომორსკი და იუჟნი. გემებს, რომლებიც არ მონაწილეობენ მარცვლეულისა და სხვა პროდუქციის ტრანსპორტირების შესახებ გარიგებაში, უფლება აქვთ, დაბრუნდნენ თავიანთ მშობლიურ პორტებში, მაგრამ ეს ხშირად შეუძლებელია ზღვების დანაღმვის გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S