Accentnews.ge
ერმაკი: "აშშ–სა და უკრაინას ერთნაირად ესმით, რა არის გამარჯვება რუსეთთან ომში"

ერმაკი: "აშშ–სა და უკრაინას ერთნაირად ესმით, რა არის გამარჯვება რუსეთთან ომში"

22/02/2023 19:49:47 ევროპა

უკრაინასა და შეერთებულ შტატებს ერთნაირი ხედვა აქვთ იმის შესახებ, თუ რა იქნება გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ ომში,– ამის შესახებ სამშაბათს კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

„შეერთებულ შტატებს და ჩვენ ერთნაირად გვესმის, რა არის გამარჯვება: ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა“, - განაცხადა ერმაკმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გააგრძელებს ძალისხმევას, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები და გახდეს ნატოს წევრი, რათა მომავალში არ განმეორდეს ფართომასშტაბიანი აგრესია.

„თუ ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის, მაშინ აგრესიის განმეორების შანსი ძალიან დიდია. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიები და ნატოში გაწევრიანებაც“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის კიევში მოულოდნელ ვიზიტზე კომენტირებისას იერმაკმა თქვა, რომ მან დააჩქარა უკრაინაში საბრძოლო მასალის მიწოდება.

ერმაკმა ასევე თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც განბლოკავს უკრაინისთვის დასავლური გამანადგურებლების მიწოდებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S