Accentnews.ge
ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების შემთხვევაში ვასაძე კინოთეატრების მფლობელებს ზარალის მიყენებით ემუქრება

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების შემთხვევაში ვასაძე კინოთეატრების მფლობელებს ზარალის მიყენებით ემუქრება

05/11/2019 16:21:16 სხვა, საზოგადოება

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ”ჩვენების შემთხვევაში ბიზნესმენი ლევან ვასაძე კინოთეატრების მფლობელებს ზარალის მიყენებით ემუქრება.

“მინდა, მივმართო ექვსივე კინოთეატრის ერთიან მფლობელს, ჩემს მეგობარს გია ბაზღაძეს, რომელსაც მე კაცად ვიცნობ. გია, მე გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ შენს კონოთეატრებში ამ საშინელი ფილმის ჩვენება იგეგმებოდა. თუ ამ აგრესიულმა სექტამ შენ ეს როგორმე დაგაძალა, დაგაშინა, გამოდი და თქვი და მთელი საქართველო გვერდში დაგიდგებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ შენ არ აკადრებ შენს და ჩემს სამშობლოს ასეთ შეურაცხყოფას და გააუქმებ ამ სეანსებს. [...] გეშინოდეს ერში სახელის გატეხვისა ან იმ ზარალისა, რომელსაც ღმერთმა ნუ ქნას, შენივე კინოთეატრებმა შეიძლება, განიცადოს ამ არეულობების დროს. იქ იმდენი ხალხი აპირებს მისვლას, ჩვენ ყველას კი არა, თითქმის ვერავის გავაკონტროლებთ და რაც არ უნდა ვიყვიროთ, არ ვიძალადოთო, რა იცი, იქ რა მოხდება“, – ამბობს ვასაძე.

ცნობისთვის: “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა. 

ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღით, 8,9 და 10 ნოემბერს გაიმართება. პირველ ჩვენებამდე 4 დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S