
ბელგოროდში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა
23/02/2023 08:30:15 მსოფლიო
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამ–არხზე განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ვალუისკის ურბანულ რაიონში ჩამოვარდა.
მისი თქმით, ადგილზე სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ამასთან, იძიებენ ინციდენტის მიზეზებს.
მას თვითმფრინავის მოდელი არ დაუზუსტებია, თუმცა რუსული პროპაგანდისტული TASS სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ კატასტროფა განიცადა სუ -24–ის ბომბდამშენმა.