Accentnews.ge
სასამართლომ გია უდესიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ გია უდესიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

05/11/2019 15:02:06 სხვა, სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გია უდესიანს აღკვეეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, ხოლო გამოძალვაში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ზაზა გუგავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 50 000 ლარის ოდენობით. სწორედ ამას ითხოვდა ბრალდების მხარე.

გია უდესიანს 4 ნოემბერს ახალი ბრალი წარედინა, რომელიც უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებას გულისხმობს.

გია უდესიანი იძებნება, თუმცა როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, უდესიანმა უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

გია უდესიანს ბრალი კუს ტბის წილების იძულებით დათმობის საქმესთან დაკავშირებითაც აქვს წაყენებული. ამ საქმეზე მასთან ერთად ბრალდებულია სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე.  

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S