Accentnews.ge
ღარიბაშვილი ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ: "ვრჩებით ქართულ-თურქული სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულნი"

ღარიბაშვილი ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ: "ვრჩებით ქართულ-თურქული სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულნი"

23/02/2023 13:02:34 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, "რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა დაუდასტურა თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხისადმი".

“დღეს შევხვდი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს და ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხისადმი. საქართველო მზად არის შემდგომი დახმარების უზრუნველსაყოფად. ვრჩებით ქართულ-თურქული სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულნი, ყველა იმ სარგებლის გათვალისწინებით, რაც ამ პარტნიორობას მოაქვს ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონისთვის”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S