Accentnews.ge
მდინარაძე ნაკაიძეს პასუხობს

მდინარაძე ნაკაიძეს პასუხობს

23/02/2023 16:09:32 პოლიტიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დეპუტატ ტარიელ ნაკაიძის განცხადებას "უნიჭო პიარული სვლად" აფასებს.

„ისლამური რადიკალიზმის დაფინანსების საფრთხეებზე საუბრის გამო ბოდიშის მოხდის მოთხოვნა, უნიჭო პიარული სვლისა და ძალიან სახიფათო პროვოკაციის გარდა, არის რადიკალიზმის ყველა ფორმის, განსაკუთრებით, რელიგიური რადიკალიზმის წახალისება.

სწორედ ამისი მცდელობა აქვს ომის პარტიის ერთ-ერთ დანაყოფს!

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს, ჩვენს დებსა და ძმებს, სწორედ მათი და ჩვენი საუკუნოვანი თანაცხოვრების, ურთიერთპატივისცემის უმძიმესი შეურაცხყოფაა „რადიკალური ისლამიზმის“ ხსენებისას ამ ფრაზის მუსლიმებთან დაკავშირება და მათთან ასოცირების მცდელობა!

ვინც ამას კადრულობს, მას კი ნამდვილად აქვს ბოდიში მოსახდელი!“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S