
გურჯაანში 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით პოლიციამ მამა დააკავა
24/02/2023 06:55:48 სამართალი
გურჯაანში 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით პოლიციამ მამა დააკავა. კაცის დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრზე ძალადობას გულისხმობს.
მცირეწლოვანი გურჯაანის "ჯეოჰოპიტალსში" დამწვრობებითა და მუცლის ძლიერი ტკივილით გუშინ შეიყვანეს. ბავშვის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტები მიიღეს.