
ფლანგვის დეტექტორი: მარნეულელ ჩინოვნიკთა ნათესავების და მეგობრების გადაადგილება ბიუჯეტს 220 ათასი ლარი დაუჯდა
06/11/2019 05:37:43 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ფლანგვის დეტექტორმა" მარნეულის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო მიმართულებით ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა გამოავლინა. როგორც ირკვევა მუნიციპალიტეტს უფლებამოსილების შესასრულებლად 8 ავტომობილზე მეტი არ სჭირდება, თუმცა გასულ წელს 67 ავტომობილი ემსახურებოდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკთა ნათესავების და მეგობრების გადაადგილებისთვის 114 ტონა საწვავი დაიხარჯა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს 220 ათასი ლარი დაუჯდა.
ფიქსირება პარადოქსებიც - მაგალითად, ჩინოვნიკების მიერ საწვავის საზღვარგარეთ ყოფნის დროს ხარჯვა და ერთ დღეში მანქანის ავზის 9-ჯერ შევსება. ბრალდებებზე პასუხის გაცემას მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს აპირებენ.