
„ჰილტონში“, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია უნდა გაიმართოს,ევაკუაცია გამოცხადდა
06/11/2019 05:48:34 სხვა, სამართალი
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია უნდა დაიწყოს, სახანძრო-საევაკუაციო განგაში გამოცხადდა.
დელეგატებს შენობა რამდენიმე წუთით დაატოვებინეს და ამ დროისთვის დარბაზში ბრუნდებიან.
ჯერ უცნობია, რა გახდა განგაშის სიგნალის ჩართვის მიზეზი. ადგილზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.