
"ზოგის აზრით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება სარისკოა, თუმცა ყველაზე დიდი რისკი პუტინის გამარჯვებაა"
24/02/2023 11:29:17 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ "ომში ყველაზე დიდი რისკი არის პუტინის გამარჯვება".
“პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის. ის კვლავ ემზადება ომისთვის. მას სურს, ისეთი სამყარო, სადაც შეძლებს მეზობლებს თავისი პირობები უკარნახოს. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რათა მან ამ ომში გაიმარჯვოს. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეიცავს ესკალაციის რისკს. მაგრამ, რისკისგან სრულიად თავისუფალი ვარიანტები არ არსებობს, ყველაზე დიდი რისკი კი არის ის, რომ პუტინი გაიმარჯვებს”, - ამბობს სტოლტენბერგი.
მისივე განცხადებით, პუტინის გამარჯვება სხვა ავტორიტარი მმართველებისთვის იქნება მესიჯი, რომ მათ საკუთარი მიზნების მისაღწევად ძალის გამოყენება შეუძლიათ, რაც მსოფლიოს უფრო სახიფათოს გახდის.