
ბრიტანეთი დაიცავს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც უკრაინას გადასცემს მოიერიშეებს - თავდაცვის მინისტრი
24/02/2023 14:19:16 ევროპა
დიდი ბრიტანეთი მზადაა უზრუნველყოს ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოება, რომელიც უკრაინაში რუსულ ან საბჭოთა წარმოების სამხედრო თვითმფრინავებს გაგზავნის,– განაცხადა CNN–ის ცნობით, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა.
მისი თქმით, უკრაინის სწრაფი დახმარების ერთ-ერთი გზა შეიძლება, იყოს მისთვის MiG-29–ების ან SU-24–ების გადაცემა.
”თუ მათ სურთ გადაცემა [თვითმფრინავების], ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავები მათი უსაფრთხოებისთვის”, - თქვა უოლესმა.
ამასთან, მინისტრი არ არის დარწმუნებული, არის თუ არა რომელიმე ქვეყანა ამისთვის მზად.
კიევი უკვე დიდი ხანია, მოკავშირეებს სთხოვს თანამედროვე თვითმფრინავებს. პარიზში შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს „რაც შეიძლება მალე“ გადასცენ საბრძოლო თვითმფრინავები კიევს. თუმცა, ჯერ არც ერთ ქვეყანას არ გამოუცხადებია საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის შესახებ.