Accentnews.ge
თუ ყველანი შევასრულებთ საშინაო დავალებას, გამარჯვება გარდაუვალი იქნება – ზელენსკი

თუ ყველანი შევასრულებთ საშინაო დავალებას, გამარჯვება გარდაუვალი იქნება – ზელენსკი

24/02/2023 17:51:16 ევროპა

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეს-კონფერენცია გამართა, რომელიც დაღუპულების ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ ქვეყანას წარადგინა სამშვიდობო გეგმა და მასში რაც შეიძლება მეტი ქვეყანა უნდა ჩაერთოს.

მისი თქმით, ყოველდღიურად საჭიროა მშვიდობისთვის ინვესტირება და თუ პარტნიორები „დაიცავენ დაპირებებს და ვადებს, ჩვენ გავიმარჯვებთ“.

„თუ ჩვენ ყველა შევასრულებთ საშინაო დავალებას, გამარჯვება გარდაუვალი იქნება“, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, გაეროს წევრმა 141-მა ქვეყანა მიემხრო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას და ახლა საჭიროა იმ სახელმწიფოებთან მუშაობა, რომლებიც არ არიან აქტიურები. მას სურს, შეხვედრა გაიმართოს სამხრეთ ამერიკის და აფრიკის სახელმწიფოებთან, ასევე, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ინდოეთის და ჩინეთის ჩართვა კიევის სამშვიდობო ფორმულაში. ხოლო ჩინეთის მიერ წარმოდგენილი გეგმის გარშემო თქვა, რომ ეს უფრო პეკინის მოსაზრებები იყო, ვიდრე გეგმა, მაგრამ არ არის ცუდი, როცა ჩინეთი ომზე ალაპარაკდა და ახლა უნდა ვნახოთ, რა ნაბიჯები გადაიდგმება.

ზელენსკი თვლის, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები და საჭიროა მშვიდობისთვის ახალი სტრუქტურების შექმნა.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა აჩვენა საერთაშორისო ინსტიტუტების სისუსტე:

„იცით, უამრავი ინსტიტუტებისგან რა პასუხებით დავიღალე? „ჩვენ არ გვაქვს ეს მანდატი." ანუ, არა უნივერსალური მანდატი, არა უნივერსალური წვდომა, არა უნივერსალური ორგანიზაცია. მაგრამ, მათ რაღაც მომენტში დაარღვიეს (მანდატი)- გაერომ გუტერეშის მეთაურობით, მე ძალიან მადლობელი ვარ მისი... და ჩვენ თურქებთან ერთად ვიმუშავეთ და გავაკეთეთ დერეფანი და ჩვენი მარცვლეული გავიდა“.

პრეზიდენტ ზელენსკიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ იმედი გაუცრუეს იმ ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ქალაქები დატოვეს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას:

„ვინ გამიცრუა იმედი? ყველამ, ვინც წავიდა 24-დან, ყველამ, ვინც დატოვა კიევი, ვინც დატოვა ქალაქები, სოფლები, ვისაც უნდა ემართა სახელმწიფო, ან დაიცვა იგი, ებრძოლა მათთვის. ყველა ამ ადამიანმა იმედი გამიცრუა".

სახელმწიფოს მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას ომის დროს მის ყველაზე დიდ შეცდომაზე:

"ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა... მეჩვენება, რომ ისინი საკმარისად იყო. დილიდან საღამომდე არჩევანს ვაკეთებ, ცოცხალი ადამიანი ვარ. ყოველ დღე ალბათ ვუშვებ შეცდომებს. დარწმუნებული ვარ, რომ ვცდები. მთავარი ის არის, რომ მე, როგორც პრეზიდენტს, არ მქონია საბედისწერო შეცდომები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S