Accentnews.ge
"მხარს ვუჭერთ საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციების გაძლიერებას"

"მხარს ვუჭერთ საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციების გაძლიერებას"

06/11/2019 06:49:16 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა

საქართველოში აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის განცხადებით შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციების გაძლიერებას მხარს უჭერს. 

„წელს კონფერენციის ყურადღება ძირითადად მიმართული იქნება საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მოდერნიზაცია, თანამშრომლობა ნატო-ს ძალებთან, საქართველოს საყოველთაო თავდაცვის კონცეფცია. როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, შეერთებული შტატები ძალიან მოხარულია ბათუმში ამ კონფერენციაში მონაწილეობის მიღების გამო, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციების გაძლიერებას", - განაცხადა რუდმა ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე. 

მისივე თქმით, საქართველოს აქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მოდერნიზების ამბიციური პროგრამა, ასევე შეიარაღებული ძალების მოდერნიზების გეგმა.

„აშშ-ი აგრძელებს საქართველის მხარდაჭერას, ასევე მხარს უჭერს იმ დახმარებას, რომელსაც საქართველო იღებს მოკავშირეებისგან ნატო-ს არსებითი პაკეტით. აშშ-ი აგრძელებს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობას. ასევე, ჩართულია სხვადასხვა სწავლებაში. მათ შორის, „ნობელ პარტნიორში“ (Noble Partner) და „მტკიცე სულში“ (Agile Spirit). ამ წვრთნებით საქართველო უფრო მტკიცე პარტნიორი და ნატო-ს კონტრიბუტორი ხდება. ამ საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს. ასევე, ფოკუსირებულები ვიქნებით საქართველოს კონტრიბუციაზე შავი ზღვის უსაფრთხოებაში“, – აღნიშნა ელისაბეთ რუდმა.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების (GDSC)  რიგით მე-13 კონფერენცია ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S