Accentnews.ge
გერმანიამ უკრაინისთვის მეტი ტანკის გადაცემა გადაწყვიტა

გერმანიამ უკრაინისთვის მეტი ტანკის გადაცემა გადაწყვიტა

24/02/2023 18:04:56 ევროპა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გადაწყვიტა, უკრაინას კიდევ ოთხი Leopard 2 A6–ის საბრძოლო ტანკი გადასცეს გერმანული ჯარების მარაგებიდან,– ამის შესახებ Reuters იტყობინება.

„ამგვარად, გერმანია გადასაცემი ტანკების რაოდენობას 14-დან 18-მდე ზრდის“, - აცხადებენ სამინისტროში.

ამ კვირის დასაწყისში ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა თქვა, რომ მის ქვეყანას შეუძლია, უკრაინას შესთავაზოს მეტი ტანკი, გარდა 14 უკვე დაპირებული ტანკისა, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება ბრიტანეთის თავდაცვის საჭიროებებზე. მისივე თქმით, გაზაფხულზე შესაძლოა უკრაინაში „ჩელენჯერ 2“-ის ტანკების გადაზისვა დაიწყოს.

24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა უკრაინას პირველი „ლეოპარდ 2“–ის ტანკები გადასცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S