Accentnews.ge
ზელენსკიმ საკუთარ შეცდომებსა და იმედგაცრუებაზე ისაუბრა

ზელენსკიმ საკუთარ შეცდომებსა და იმედგაცრუებაზე ისაუბრა

24/02/2023 18:20:49 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ომის წლისთავზე გამართულ პრესკონფერენციაზე იმედგაცრუებისა და შეცდომების შესახებ დაუსვეს კითხვა.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, იმედი გაუცრუეს იმ ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ქალაქები დატოვეს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას, ნაცვლად მათი დაცვისა:

„ვინ გამიცრუა იმედი? ყველამ, ვინც წავიდა 24-დან, ყველამ, ვინც დატოვა კიევი, ვინც დატოვა ქალაქები, სოფლები, ვისაც უნდა ემართა სახელმწიფო, ან დაიცვა იგი, ებრძოლა მათთვის. ყველა ამ ადამიანმა იმედი გამიცრუა".

სახელმწიფოს მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას ომის დროს მის ყველაზე დიდ შეცდომაზე:

"ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა... მეჩვენება, რომ ისინი საკმარისად იყო. დილიდან საღამომდე არჩევანს ვაკეთებ, ცოცხალი ადამიანი ვარ. ყოველ დღე ალბათ ვუშვებ შეცდომებს. დარწმუნებული ვარ, რომ ვცდები. მთავარი ის არის, რომ მე, როგორც პრეზიდენტს, არ მქონია საბედისწერო შეცდომები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S