
ზელენსკი – პუტინთან მოლაპარაკებებზე: "არავისთანაა სალაპარაკო"
24/02/2023 18:37:07 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები დაუშვებელია.
„მე ვუთხარი ერდოღანს - დასვით პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან, სრულმასშტაბიანი ომის რისკი დაუშვებელია. მან ჯერ კიდევ მაშინ მაშინ ვერ შეძლო ამის გაკეთება. ახლა კი სჯერა, რომ შეძლებს (მოლაპარაკებების ორგანიზებას - რედ.). იქ არავისთანაა სალაპარაკო“, - განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.
ზელენსკი ამბობს, რომ მისთვის სულ ერთია, რა მოუვა რუსეთს მისი დამარცხების შემდეგ.
„რა მოხდება მოსკოვის დამარცხების შემდეგ? ინფორმაციულად ეს უკრაინის სასარგებლოდაა. ეს არის სიგნალი იმისა, რომ ქვეყნების უმეტესობას, ყოველ შემთხვევაში, ევროპაში, სჯერა უკრაინის გამარჯვების, რაც ნიშნავს მოსკოვის დამარცხებას. რა მოუვა რუსეთს მერე? მართალი გითხრათ, არ მაინტერესებს. ეს არის მათი კითხვები, მათი ისტორია, მათი მომავალი. ამაზე არ ვფიქრობ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, „მეტი ზეწოლა, მეტი სანქციები, მეტი იზოლაცია - და მათი ელიტა დაფიქრდეს, თუ რა შეუძლიათ ქვეყნის შიგნით, რათა თავიანთი ახალი პოლიტიკით ვინმეს მოუნდეს მაგიდასთან დაჯდომა. ჩვენ ამით დაინტერესებულები ვართ“.
ერთი დღით ადრე ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინაზე ზეწოლას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწლების მიზნი „აზრი არ აქვს“.
კიევი ფიქრობს, რომ "ჭეშმარიტი სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ" ერთადერთი გზა ბრძოლის ველზე უკრაინის გამარჯვებაა. ამისთვის უკრაინას სჭირდება დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერა.