Accentnews.ge
ზელენსკი: „სი ძინპინთან შეხვედრას ვგეგმავ“

ზელენსკი: „სი ძინპინთან შეხვედრას ვგეგმავ“

24/02/2023 19:49:13 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ორმხრივი შეხვედრა სურს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან.

პრესკონფერენციაზე ზელენსკის ჰკითხეს, როგორ აპირებს იმ ქვეყნების მიმხრობას, რომლებიც გეოპოლიტიკურად შორს არიან უკრაინისგან:

„უპირველეს ყოვლისა, ვგეგმავ სი ძინპინთან შეხვედრას და ვფიქრობ, რომ ეს მომგებიანი იქნება ჩვენი სახელმწიფოებისა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. ჩვენ დიდი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს ჩინეთთან. საქმე მხოლოდ ომს არ ეხება. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც დაინტერესებულია ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებით“.

ზელენსკის თქმით, ჩინეთი პატივს სცემს ტერიტორიულ მთლიანობას და ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსეთმა დატოვოს უკრაინის ტერიტორია.

მისი თქმით, არ შეიძლება მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა, ატომური სადგურის მიტაცება და ეს ის თეზისებია, რომელთაც რთულია არ დაეთანხმო.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პატივისცემა და თუ ჩინეთი ეთანხმება ამ თეზისებს, მაშინ ამ გზით მხარს უჭერს უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“.

რაც შეეხება ჩინეთის „სამშვიდობო ფორმულას“, ზელენსკი მიიჩნევს, რომ ეს არა იმდნად ფორმულა, რამდენადაც ჩინეთის მოსახრებები იყო და „ის ფაქტი, რომ ჩინეთმა დაიწყო უკრაინაზე საუბარი, ძალიან კარგია".

„არის რამდენიმე პუნქტი, რომლებიც მესმის. არის მოსაზრებები, რომლებსაც არ ვეთანხმები, როგორც ჩანს, მთელი მსოფლიო არ ეთანხმება. მაგრამ ეს უკვე რაღაც არის. ვფიქრობ, სწორია ვიფიქროთ, რომ თუ უკვე არსებობს მოსაზრებები, რომლებიც ემთხვევა საერთაშორისო სამართლის, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების საკითხებს... ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს, ამ სიტყვის ნორმალური გაგებით და ვიმუშაოთ ჩინეთთან ამ საკითხზე.

ჩვენი ამოცანაა შევკრიბოთ ყველა, რათა ზოგიერთის იზოლირება მოხდეს. აი, ეს არის ჩვენი ყველას ამოცანა“ , - განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S