Accentnews.ge
თავდაცვის მინისტრი - 102 წლის წინ ჩვენი ახალგაზრდები არაპროპორციულ ბრძოლაში შეებრძოლნენ ოკუპანტს, ასეთ მაგალითზე დგას ჩვენი ქვეყანა

თავდაცვის მინისტრი - 102 წლის წინ ჩვენი ახალგაზრდები არაპროპორციულ ბრძოლაში შეებრძოლნენ ოკუპანტს, ასეთ მაგალითზე დგას ჩვენი ქვეყანა

25/02/2023 08:48:01 პოლიტიკა, თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან ბურჭულაძემ განაცხადა, იგი ყველა იმ გმირით ამაყობს, რომელმაც ქვეყნის მომავალი შექმნეს.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი უახლესი ისტორიის ტრაგიკულ და ამავდროულად, ჩვენ საამაყო ფურცელს. ჩვენი ახალგაზრდები, 102 წლის წინ, ამ დღეს, აბსოლუტურად არაპროპორციულ ბრძოლაში შეებრძოლნენ ოკუპანტს და ასეთ მაგალითზე დგას ჩვენი ქვეყანა. სიამაყით მინდა, გითხრათ, რომ ჩემი წინაპარიც გამორჩეული გმირია - მაკარ ბურჭულაძე, მისი ისტორია შეგიძლიათ, ინტერნეტში ნახოთ. მე პირადად, ვამაყობ თითოეული ჩვენი გმირით და იმ ბავშვებით, რომლებიც ჩვენს მომავალს ქმნიან“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის წითელმა არმიამ, თითქმის ორკვირიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, თბილისი აიღო, დაამხო დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და მოახდინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ, 2010 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გამოცხადდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S