Accentnews.ge
2 წლის შვილზე ძალადობაში ბრალდებულ მამას პატიმრობა შეუფარდეს

2 წლის შვილზე ძალადობაში ბრალდებულ მამას პატიმრობა შეუფარდეს

26/02/2023 09:57:05 სამართალი

თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა მამას, რომელიც 2 წლის შვილზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული.

მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა, რომლის მოსაზრებით, თუ ბრალდებულს პატიმრობა არ შეეფარდებოდა, შესაძლოა, მას გავლენა მოეხდინა მოწმეებზე და გაეგრძელებინა დანაშაულის ჩადენა.

2 წლის გოგო გურჯაანის ერთ-ერთ კლინიკაში ბებიამ 23 თებერვალს შეიწყვანა.

შსს-ის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2 წლის შვილზე იძალადა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო - ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S