
მიხეილ სააკაშვილი შალვა შავგულიძეს მხარდაჭერას უცხადებს
22/05/2019 11:09:51 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურში "ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს მხარდაჭერას უცხადებს.
"მხარს ვუჭერთ შავგულიძეს და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იქაც. ახლა სანდრა რულოვსი კონსულტაციებს აწარმოებს ყველა ლიდერთან. მთავარია, რას ვეტყვით ჩვენ ხალხს. ხალხი ითხოვს შველას, დახსნას, ხალხი ითხოვს ორგანიზებას და არა – გაჩერებას. ხელების ჩამოშვებაზე და დანებებაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, ამიტომ სანდრა და სხვა ბევრი წავა, მოივლის მთელ საქართველოს, ქუჩა-ქუჩა და სოფელ-სოფელ დაიწყებს ხალხის ორგანიზებას, რადგან შემდგომში ისინი გადამწყვეტ მომენტში მიიყვანონ შუშის სასახლესთან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის: მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება „ქართული ოცნების“ კანდიდატ ვლადიმერ კახაძესა და „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 19 მაისს გამართული შუალედური არჩევნების პირველ ტურში ვლადიმერ კახაძემ ხმათა 41 % (6036 ხმა) მიიღო, ხოლო შალვა შავგულიძემ 36.83 % (5422).